17 დეკემბერს მოკლემეტრაჟიანი სპორტული ფილმის „ბახმაროს“ პრემიერა გაიმართება
“17 დეკემბერს, 19:30 საათზე „ფაბრიკაში“ მოკლემეტრაჟიანი სპორტული ფილმის „ბახმაროს“ პრემიერა გაიმართება. ფილმში მოთხრობილია რედ ბულის ათლეტების მარკუს კლივლენდისა და იესპერ ტეიდერის სპონტანური თავგადასავლის შესახებ ბახმაროს გაუკვალავ თოვლსა და ქუჩებში”,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ათლეტები ბახმაროში კურორტისა და ქვეყნის კულტურის აღმოსაჩენად, ბაკურიანში გამართულ FIS-ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაემგზავრნენ. ბახმაროში მათ გიდობას სანდრო ჩოფიკაშვილი უწევდა.
17 დეკემბერს ფილმის პრემიერა გაიმართება Jungle Room-ში, ჩვენების პარალელურად შედგება ფოტოგამოფენაც. ფილმის პრემიერაზე დასწრება თავისუფალია.
ათლეტების შესახებმარკუს კლივლენდი – ნორვეგიელი სნოუბორდერი; მონაწილეობს სლოუფსტაილისა და ბიგ ეარის შეჯიბრებებში; პირველი სნოუბორდერი, ვინც შეჯიბრებაზე შეასრულა ილეთი „quad cork 1800“. მარკუს კლივლენდმა კარიერის მანძილზე რვაჯერ გაიმარჯვა X Games-ზე, ორჯერ გახდა ოლიმპიელი, ორჯერ გაიმარჯვა FIS-ის ფრისტაილ სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2021 წელს ასპენში, 2023 წელს კი- ბაკურიანში.იესპერ ტეიდერი – შვედი მოთხილამურე; სამგზის ოლიმპიელი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი; 2014 წლის სლოუფსტაილის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. გინესის რეკორდსმენი ყველაზე გრძელ ძელზე სრიალში; იესპერ ტეიდერი ცნობილია როგორც კრეატიული ილეთების გამოგონებითა და შესრულებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.