თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან – ღონისძიებაზე კანდიდატის სტატუსის მოპოვებას აღნიშნავენ
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მმართველი გუნდი საზეიმოდ აღნიშნავს.
საერთო-სახალხო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ამჟამად, ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან.
აღსანიშნავია, რომ “ოცნების” მიერ ორგანიზებულ ზეიმს უერთდებიან “ლელოს,” “საქართველოსთვის,” “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატი – თამარ კორძაია, “ევროოპტიმისტების” წევრი – ხატია დეკანოიძე. ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.