ნინო წილოსანი სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნინო წილოსანმა მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე ის საკანონმდებლო ნორმები გააცნო, რომელთა მიზანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ქვეყანაში.

საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქალების როლზე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე – თანასწორობის უფლების შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 16-დღიან კამპანიაზე.

სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები