დავით მათიკაშვილი: საქართველო, მაღალი ალბათობით, მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 

მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო, მაღალი ალბათობით,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

“ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქიდან ცხადია, ველოდებით პოზიტიურ ინფორმაციას. საქართველო, მაღალი ალბათობით, მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და გადავა შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირთან ურთიერთობისა და დაახლოების გზაზე. ეს არის პროცესი, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ, სამწუხაროდ, უსამართლო გადაწყვეტილებით შეფერხდა, თუმცა, დღეს დარწმუნებულები ვარ, ჩვენი ევროპელი კოლეგები სწორ, ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, ევროკავშირისთვის მიიღებენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები