“მიმდინარე წელს ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა, დაახლოებით, 10-12 %-ითაა მომატებული, რაც ვფიქრობ, იმითაა განპირობებული, რომ ადმინისტრირება გამკაცრდა” – გიორგი შიოლაშვილი

„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა,დაახლოებით, 10-12 %-ით მომატებულია.

შიოლაშვილმა ტექინსპექტირების რეფორმის შედეგები და 2023 წლის მონაცემები მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

“2023 წელს თუ ავიღებთ, დეკემბრამდე პერიოდს, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით 10-12 %-ითაა მომატებული, რაც ვფიქრობ, იმითაა განპირობებული, რომ ადმინისტრირება გამკაცრდა, განმეორებითი ჯარიმების ოდენობა გაზრდილია, ასევე, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი ხორციელდება, ეს ყველაფერი იმის განმაპირობებელია, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვიანობა მომატებულია. თუმცა, ავტოპარკის გარკვეული წილი მაინც ტექინსპექტირების გარეშე გადაადგილდება. ვიცით, რომ ქვეყანაში დაახლოებით 1 600 000 ავტომობილია, შარშან ტექინსპექტირება 789 000 -მა გაიარა. როგორც აღვნიშნე, წლევანდელ წელს მიმართვიანობა უფრო მომატებულია. დეკემბრამდე ტექინსპექტირების ცენტრებში პირველად ინსპექტირებაზე წარდგენილი დაახლოებით 800 000 ავტომობილი იყო. წლის ბოლოს შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 10-12 %-იანი ზრდით დავხურავთ.
ავტომობილების დახარვეზების მაჩვენებელს რაც შეეხება – წელს ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, განმეორებითი ტექინსპექტირების საფასური იქნა შემოღებული. წინა წლებს თუ შევადარებთ, განმეორებითი ინსპექტირების რაოდენობა დაკლებულია. ვფიქრობ, ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში მძღოლები უფრო მეტად მომზადებულები მიდიან და ისეთ მარტივ პარამეტრებს, რაც თავადაც შეუძლიათ, გადაამოწმონ, წინასწარ აფასებენ. როგორც მანამდე იყო, ტექინსპექტირების ცენტრებში ინსპექტირების პროცესს დიაგნოსტიკის სახე არ აქვს. აქედან გამომდინარე, დახარვეზების პროცენტი დაახლოებით 20-დან 25 %-მდე მერყეობს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 10 %-ით მეტი იყო.
დახარვეზების ძირითადი მიზეზია მაშუქი ფარების გაუმართაობა, გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა, საბურავები”, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები