ილია ღუდუშაური: მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე ჩვენ დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც პაციენტს აღარ მოუწევს დამატებითი თანხის გადახდა

“დაფინანსების ნაწილში, ამ დრომდე, თითქმის ყველა პაციენტს უწევდა თანაგადახდა. ჩვენ დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს”, – ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს.

„ამასთანავე, დავამატეთ გაუტკივარების ხარჯი, არჩევითი ექიმის ხარჯი და სხვა. დღეს, თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს, შესაბამისად დამატებითი თანხის მოთხოვნა, ისევე როგორც DRG-ით დაფინანსებულ ყველა სხვა სერვისზე, სრულიად აკრძალულია.

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების ხარჯთეფექტურობის გაზრდა, რომლისთვისაც DRG სისტემა ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პაციენტისთვის თანაგადახდის შემცირება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები