გია ცაგარეიშვილი – პრეზიდენტზე: მე არ მგონია, რომ ცალკე მას დიდი რეიტინგი ჰქონდეს

“ჩვენი ლიდერების ბანერების ჩართულობით და მათი პერსონალური რეიტინგების ჩართულობით განიხილავს სალომე ზურაბიშვილი პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნებას? თუ მათ გარეშე? მე არ მგონია, რომ ცალკე მას დიდი რეიტინგი ჰქონდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილს თანამდებობრივი რეიტინგი აქვს.

„თქვენ როგორ გგონიათ, რომ არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, იგი ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა? მგონი, არავინ არ ფიქრობს ასე საქართველოში – არც ჩვენი მომხრე და, მით უმეტეს, არც ჩვენი მოწინააღმდეგე. დღეს სალომე ზურაბიშვილს აქვს თანამდებობრივი რეიტინგი, ის არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენი გამოისობით არჩეული, „ქართული ოცნების“ უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად არჩეული პრეზიდენტი. გაბედოს, გადადგეს და შეუერთდეს ოპოზიციას – მაშინ ვნახავთ, ვინ როგორ წარმატებას მიაღწევს მოახლოებულ არჩევნებში. ახლაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერია და სრულად არის ჩართული ოპოზიციურ საქმიანობაში. უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა – ეს მისი გადასაწყვეტია. ტექნიკური კუთხით, გულწრფელად გეტყვით, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია. იგი უნდა გადადგეს თანამდებობიდან რამდენიმე თვით ადრე და ჩაერთოს წინასაარჩევნო პროცესში, იმიტომ რომ ეს ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი მდგომარეობაა. მთავარია მისი გადაწყვეტილება და ეს მან უნდა განსაზღვროს“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები