„ტავ ჯორჯია“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება

„ტავ ჯორჯია“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება რომელსაც “კვურა” უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები