ბექა დავითულიანი: ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ იურიდიული პირების დაფინანსება პოლიტიკურ სუბიექტებს შეეზღუდოთ
“ეს არის ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია, ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რომ იურიდიული პირების დაფინანსება, პოლიტიკურ სუბიექტებს შეეზღუდოთ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი რეკომენდაციას შეასრულებს.
“ჩვენ არ ვართ არც ამის ინიციატორები და არც ამის ლობისტები. ჩვენ, უბრალოდ, აღვასრულებთ ამ რეკომენდაციას. თვითონ იციან, რომ აპრიორში წააგებენ არჩევნებს და დისკრედიტაციას იწყებენ, თესლს ყრიან მიწაში, რომ მერე თქვან, თითქოს, ესეც იყო პრობლემა. საერთოდ არ გვაქვს ამაზე პრინციპული პოზიცია”, – განაცხადა დავითულიანმა.