ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

,,მხარს ვუჭერთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას”, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისი ინფორმაციით, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არსებობს შესასრულებელი სამუშაოს ნუსხა, პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. როგორც მე მესმის, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები