შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციას
,,მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციას”, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბოლსტრომიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯები.
„ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია, რაც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. რა თქმა უნდა, სამივე ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები. ჩვენ ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.