ელისო ბოლქვაძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით საქართველოს პარლამენტსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალურ ეროვნულ საბჭოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე, არაბული ქვეყნების საპარლამენტო მუშაობის სპეციფიკის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მხარეებმა დასახეს სამომავლო გეგმები კომიტეტის სამუშაო ვიზიტის შესახებ გაერთიანებულ საამიროებში.