ბექა დავითულიანი: გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება

მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანას ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია აქვს, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

“გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილები და ვიფიქროთ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. ეს იქნება სწორი. არასწორი და შეცდომა იყო ის, რომ შარშანვე არ მოგვენიჭა სტატუსი იმიტომ, რომ ჩვენ ტრიოში უკეთესი ფაქტობრივი მდგომარეობა გვქონდა ყველა კრიტერიუმით, რითაც ხდება შეფასება”, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები