საქართველოს მთავრობა გურიის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა გურიის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, აშენდა 22 საბავშვო ბაღი, განხორციელდა ბაღების რეაბილიტაციის 11 პროექტი, იგეგმება 18 ბაღის მშენებლობა, 6 ბაღის რეაბილიტაცია;
აშენდა 14 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაციის 14 პროექტი, იგეგმება 6 სკოლის მშენებლობა, 12 სკოლის რეაბილიტაცია;
განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (767 კმ), მიმდინარეობს – 75,4კმ-ზე;
აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 158 ხიდი, ხიდ-ბოგირი, მიმდინარეობს 17 ხიდის
მშენებლობა-რეაბილიტაცია;
განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 82 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს 6 პროექტი;
გაზიფიცირდა 138 დასახლებული პუნქტი ( 33 647 აბონენტს მიეცა შესაძლებლობა ქსელზე დაერთების);
მოეწყო და რეაბილიტირდა 92 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 3 სკვერის მოწყობა;
მოეწყო და რეაბილიტირდა 137 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ამჟამად
მიმდინარეობს 2 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობა-რეაბილიტაცია;
აშენდა და რეაბილიტირდა 21 კულტურული ობიექტი, ამჟამად მიმდინარეობს 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები