ნინო წილოსანი – „ნაცმოძრაობაზე“: გასაკვირი ის არის, რომ ეს რღვევა დაიწყო იმ მიზეზით, რომ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე და არა იმის გამო, რომ ეს პარტია ყველანაირი ბოროტების მსახური იყო მთელი ამ წლების განმავლობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

“გასაკვირი ის არის, რომ ეს რღვევა დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე და საჯაროდ განაცხადეს არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს პარტია ყველანაირი ბოროტების მსახური იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი არ გამხდარა ამ პარტიის რღვევის წინაპირობა“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა” დღეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, 300-მდე ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები