სოზარ სუბარი: დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობა
დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი საკითხი, რასაც მრავალი წელია, ვითხოვ და მივესალმები. დეზინფორმაცია არის მავნებელი, ცუდი და დამანგრეველი ქვეყნისთვის. დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„იმ განცხადებების გამო, რაც ჩვენ გავაკეთეთ და იმ სიმართლის გამო, რაც ხალხს ვუთხარით, ხალხმა დაინახა, რომ აქ ისე არ არის საქმე, როგორც ლამაზად გვიფუთავენო, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება დღეს რუსეთის მხარეს დგას და მოძმე უკრაინას არ ეხმარებაო. ყველა მიხვდა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა ასე ადვილად ვერ მოხდებოდა. აქ უკვე გარდამტეხი მნიშვნელობა მოახდინა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში და ამის შემდეგ გადაწყვეტილებები დავიდა ობიექტურ მოცემულობამდე“, – განაცხადა სუბარმა.