საქართველოს მთავარი პროკურორი თომას ჰამარბერგს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები: ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პროგრესს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე სამართლიანობის და კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით. “განიხილეს ის დადებითი ტენდენციები, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ხვედრითი წილის გაზრდას შეეხება, ასევე ხაზი გაესვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პროცესში მეტი გამჭვირვალობის შეტანას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შექმნის აუცილებლობას. განხილულ იქნა რიგი რეზონანსული საქმეები, რაზეც თომას ჰამარბერგს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა“,-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები