“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?“ – გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ „ტვიტერზე“ პოსტს აქვეყნებს და წერს:

“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით? თუ ხაზარაძესავით, ამერიკაში მიწვდენილი ხმის ექო, უკან დოლარებით რომ უბრუნდება?! და ეს ჩიტები? ამბები რომ მიაქვთ-მოაქვთ! რა ხმაზე გეჭიკჭიკებიან? თქვენ მშობლიურ ევროპულზე თუ გაღმა ნაპირის ენა ურჩევნიათ?“,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ სპორტს თავისუფლებას ართმევენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები