ვახტანგ გომელაური, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.