ბექა ოდიშარია: ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია
“სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის ნარატივები რადიკალური ოპოზიციის ნარატივებს ძალიან ხშირად ემთხვევა.
“ის დისტანცირდება საკუთარი ამომრჩევლებისგან, მისი ყოფილი მხარდამჭერებისგან, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ, ვის ხარჯზეც მან არჩევნებში გაიმარჯვა, ვინც გაისარჯა და დღე-ღამე გაათენა. ქალბატონი სალომე დაშორდა ამ ადამიანებს. მისი ნარატივები ძალიან ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივებს. საზოგადოებაშიც ხშირად ხვდება ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ. მოღალატეს, რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. არ ვიცი, ეს შემწყნარებლობის რაიმე ხარისხია თუ სხვა რამ. სალომე ზურაბიშვილის მჭიდში არსებული ერთადერთი აქტივი იყო „ქართული ოცნების“. ეს რომ არა სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტების მცირე შანსიც კი არ ჰქონდა. როდესაც ის ასე მკვეთრად და დეკლარირებულად დისტანცირდება ამ ადამიანებისგან, ვისთან უნდა გაერთიანდეს? ვისთან უნდა გაერთიანდეს ეს ადამიანი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.