ნიკოლოზ სამხარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: როგორ შეიძლება, პარტიამ, რომელსაც პანტაპუნტით ტოვებენ დიდი ქალაქების საკრებულოს წევრები, არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს

„ნეტარ არიან მორწმუნენი“ – კარგია, თუ ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, პარტიამ, რომელსაც წევრები ტოვებენ, არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს.

„ალბათ, ნოემბერში სულ სხვა რეალობაში გაიღვიძებენ მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება. ამიტომ არ მინდა, ახლა მათ ყველანაირი იმედი მოვუკლა. ვნახეთ, რომ პარტია ადამიანებმა დატოვეს, რაც იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც პარტიაში არსებობს. წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ შეიძლება, პარტიამ, რომელსაც პანტაპუნტით ტოვებენ დიდი ქალაქების საკრებულოს წევრები, შეიძლება, არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები