“ზეთი და წყალი, ულტრამემარცხენეები და მამუკა ხაზარაძის მემარჯვენე ფლანგი ერთად როგორ უნდა გაერთიანდეს?!” – ბექა ოდიშარია

„ზეთი და წყალი, ულტრამემარცხენეები და მამუკა ხაზარაძის მემარჯვენე ფლანგი ერთად როგორ უნდა გაერთიანდეს?! – ეს ხალხი ვერაფრის ირგვლივ, ვერც ქვეყნის სიყვარულის ირგვლივ ვერ გაერთიანდება, რადგან მათ ქვეყანა არ უყვართ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება, კარგი იქნება, რადგან “ყველა ერთად შეგროვდება და შემდეგ პოლიტიკური ველიდან ერთად გადახვეტენ”.

“კოალიციური იქნება თუ არა საქართველოს მომავალი მთავრობა, ამას ქართველი ხალხი არჩევნებით გადაწყვეტს. თუ უმრავლესობაში “ქართული ოცნება” მოვა, ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობამ უმცირესობას – მით უფრო მავნებელ უმცირესობას ძალაუფლება რატომ უნდა გაუზიაროს?! მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დღეს როგორც გამოიყურება სურათი – “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ძალიან დიდი უმრავლესობით მოვა და მთავრობას ერთპარტიულად თავად დააკომპლექტებს”, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები