ბექა დავითულიანი: 2011 წლამდე არსებული არაელექტრონული პირადობის მოწმობები უნდა ამოვიღოთ
“2011 წლამდე არსებული არაელექტრონული პირადობის მოწმობები უნდა ამოვიღოთ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას ახსოვს ის მძიმე გამოცდილება, როდესაც იყო ყალბი პირადობის მოწმობები დაბეჭდილი და შეიძლება, ეს პირადობების მოწმობები კიდევ სადმე იყო დარჩენილი.
“ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო, რომ კონსტიტუციური უფლება საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების არ შეზღუდვოდათ ადამიანებს, ვინაიდან მომავალი არჩევნები 90%-ით ელექტრონულად ჩატარდება, იქნებ დაუშვათ არაელექტრონული პირადობის მოწმობებიცო.
მოხდა ოპოზიციასთან შეჯერება და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვახსოვს ის მძიმე გამოცდილება, როდესაც იყო ყალბი პირადობის მოწმობები დაბეჭდილი და შეიძლება ეს პირადობების მოწმობები კიდევ სადმე იყო დარჩენილი. ამიტომ, 2011 წლამდე არსებული არაელექტრონული პირადობის მოწმობები უნდა ამოვიღოთ“, – აღნიშნა დავითულიანმა.
ცნობისთვის, 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.