გიორგი ცაგარეიშვილი: იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების აკრძალვა არის ვენეციის კომისიის დასკვნაში

“იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების აკრძალვა არის ვენეციის კომისიის დასკვნაში. ზედმეტი სპეკულანტური წამოძახილები რომ არ გავიგონოთ პოლიტიკანების მხრიდან, აქ არის ეს დასკვნა და ეს არის ერთგვარი პირველი ტესტი ჩვენი ოპოზიციისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დაწყებულია.

„ეს არის რეკომენდაცია, რომელიც, მათ შორის, 9-პუნქტიან ჩამონათვალში შედის და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ცხრა პუნქტის აღსრულება, ვენეციის რეკომენდაციების შესრულების სახით. აგერ ვასრულებთ, ქალბატონებო და ბატონებო და შემოგვიერთდით. 95%-ზე მეტში პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ ფიზიკური პირები და არა იურიდიული პირები. ახლა ატეხილია ამბავი, რომ არიქა, ვიღუპებით. იურიდიულმა პირებმა თუ ჩვენ არ დაგვაფინანსეს ფიზიკური პირები ჩვენ არაფერს არ გვაძლევენო, არადა პირიქით არის ყველაფერი“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან შემოწირულობები შესაძლოა, ვეღარ მიიღონ, კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები