მირდატ ქამადაძე: ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ერთგული თანამებრძოლები, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ, „ნაცმოძრაობაში“ აღარ დატოვეს
პარტიამ, რომელსაც ამბიცია და პრეტენზია აქვს, ჩაანაცვლოს ხელისუფლება, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანები, ერთგული თანამებრძოლები, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ, თავისთან აღარ დატოვა, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ პარტიის მესვეურები თითქოს, ერთობისკენ მოუწოდებენ წევრებს, თუმცა ყველამ დაინახა, თუ რას აკეთებენ ისინი პარტიისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს.