კახა კალაძე: რა პროცესებიც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, შიდა დაპირისპირებაა – მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის
„რა პროცესებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, შიდა დაპირისპირებაა. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის. რეალურად, ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები საინტერესო არ არის.
“გვახსოვს მათი მმართველობა, რაც სამაგალითოა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს ოპოზიციაში არიან და საჩვენებლები არიან, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ასე მგონია, მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება, თუმცა, ჩვენთვის საინტერესო არ არის, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და ამით უნდა ვიყოთ დაკავებულები“, – განაცხადა კალაძემ.