გიორგი ცაგარეიშვილი: ყველაფერი დასრულდება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება.

„ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის დაჯგუფების შიგნით ვფიქრობ, თავის პიკს მიუახლოვდა. უბრალოდ, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი, როგორც ჩანს, ამ ე.წ. პარტიის ჭერქვეშ არ დარჩა. ყველაფერი დასრულდება პარტიის გახლეჩითა და დანაწევრებით“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები