გიორგი ვოლსკი: კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ

“ამჟამად, კონსულტაციები მიდის ევროსტრუქტურებთან, პროფილური კომიტეტები არსებობს და კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ფიქრობს, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის კარგი გამოცდილების ჩვენება კარგი იქნებოდა.

„რაც მთავარია, ვაჩვენოთ კარგი გამოცდილება პარტიული, პოლიტიკური თანამშრომლობის. ცუდი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ, ეს ყველამ კარგად იცის და ვფიქრობ, კვლავ გაგრძელდება ეს გააფთრებული შეტევები იმისთვის, რომ როგორმე, იქნებ, რაიმე საფრთხე შეექმნას საქართველოს სვლას ევროინტეგრაციისკენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები