ირაკლი ქადაგიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ყველაზე მეტს საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე, ერთხელ მაინც რეალურად დაუჭერენ მხარს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს

ინიციატივა გამომდინარეობს იქიდან, რომ არის ევროკავშირის მოთხოვნები, რეკომენდაციები, რომლებიც, მათ შორის, პოლიტიკური პროცესებისა და პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობას და ანტიკორუფციულ ღონისძიებებს უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს ეს ინიციატივა და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ყველაზე მეტს საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ერთხელ მაინც რეალურად დაუჭერენ მხარს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მით უმეტეს, ეს არის ევროკავშირის რეკომენდაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან შემოწირულებები შესაძლოა, ვეღარ მიიღონ, კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები