გია ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებისადმი საბოტაჟი გაგრძელდება

ის საბოტაჟი, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებს, რასაკვირველია გაგრძელდება, ეს სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ძალიან სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ამ სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებამ, იმიტომ რომ ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის გამო დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები