ბექა ოდიშარია: გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, მათ შორის არიან მართლაც კონსტრუქციულები, თუმცა ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია

გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, თუმცა ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკურ-მენშევიკური ფრთებისა და მათი მონატეხი მცირე ნაწილების სახით, რომელთათვისაც ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.

„გამეორება ზედმეტია იმისა, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, მათ შორის, არიან მართლაც კონსტრუქციულები, არიან ცოტა ეშმაკები და ჭკვიანები და სურთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში მოიხვეჭონ გარკვეული დამსახურება და გასწიონ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სიღრმისეული, მაგრამ ზედაპირული ღვაწლი ამ პროცესში, თუმცა სამწუხაროდ, ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკურ-მენშევიკური ფრთებისა და მათი მონატეხი მცირე ნაწილების სახით, რომელთათვისაც ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ 2024 წელს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად როგორც ყოველთვის, მაგრამ მშვიდ გარემოში და ისინი თავის სურვილს ვერ შეისრულებენ, რომელიც წარმოადგენს ძალაუფლების დაბრუნებას, რევანშს და დაუოკებელ სურვილს ფულის მოხვეჭისას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები