პაპუაშვილი: მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს ძალისხმევისთვის

მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს  ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, კვლავ არის ევროპელი დიპლომატებისგან პარტნიორობისა და თანამშრომლობის მოლოდინი.

„კახეთის სოფელ კარდენახში, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო.

გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავ ველით მათგან  პარტნიორობას და თანამშრომლობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი “x”-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები