ოთარ დანელიამ სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პრესკონფერენცია გამართა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობა, ასევე მინისტრის საერთაშორისო ვიზიტები შეაჯამა. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურდა თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. დღეს დილით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების განხორციელების საკითხები განიხილებოდა. ოთარ დანელიამ სამუშაო შეხვედრები გამართა მეზობელ ქვეყანაში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ჩინეთის ვიზიტთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქ ურუმჩიში გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს ჩინური მხარის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობაში 20-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები