დავით ნარმანიამ “თბილისის მიკროავტობუსს” ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ “თბილისის მიკროავტობუსს” ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა. როგორც დღეს ნარმანიამ მიკროავტობუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა დაბალია და შესაბამისად ტარიფები მოსახლეობისთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს.
“ჩვენი მოთხოვნაა ამ კომპანიის მიმართ, ისევე როგორც სხვა კომპანიების მიმართ, რომლებსაც ჩვენ მოვუსმინეთ და მომავალშიც მოვუსმენთ, არის უცვლელი, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, მოხდეს მისი გადახედვა. დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა არც ისე მაღალია, ამიტომაც ვთვლით, რომ მოსახლეობისთვის უნდა იყოს ადეკვატური და მისაღები ტარიფები”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები