„ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას კიდევ 10 მძევალი გადასცა

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფი გაათავისუფლა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას ტყვეობაში მყოფი კიდევ 10 პირი გადასცა.

როგორც ისრაელური მედია იუწყება, გათავისუფლებულ მძევლებს შორის 9 ქალი და ერთი 17 წლის გოგონაა.

მედიის ცნობით, ვარაუდობენ, რომ ღაზაში მძევლად ჯერ კიდევ 150-მდე ადამიანი რჩება.

აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 240-მდე ადამიანი გაიტაცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები