მოლდოვამ უკრაინაში ომის გამო საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, აღარ გააგრძელოს

მოლდოვაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აღარ გაახანგრძლივონ, რომელიც ქვეყანაში 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემოიღეს.

ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოლესია სტამატემ განაცხადა, – წერს Newsmaker-ი.

მისი თქმით, 24 ნოემბერს მთავრობამ ეს რეჟიმი კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთი თვით გაახანგრძლივა, რადგან სამომავლოდ სურს, ამ ღონისძიებაზე უარი თქვას.

საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმი მოლდოვაში 2022 წლის 24 თებერვლიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ პერიოდულად გახანგრძლივდა.

კიშინიოვი ამას ამართლებს იმით, რომ შექმნილ ვითარებაში რჩება მოლდოვის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკები და რუსეთი ჩართულია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები