“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, 15 დღეში გაფორმდეს” – სომხეთის პარლამენტის სპიკერი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება მომდევნო 15 დღეშია შესაძლებელი.
ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
„სურვილის შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, უახლოეს 15 დღეში გაფორმდეს. შეიძლება ითქვას, რომ თანხმობას, თითქმის ყველა ფუნდამენტურ საკითხზე მივაღწიეთ. არ მინდა დეტალების გამხელა, რომ პროცესს ზიანი არ მივაყენო“, – თქვა მან.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში განიხილა ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
როგორც დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მუდმივი მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა ერევანთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს.