დავით ქართველიშვილი – გიორგი არველაძეზე: ემიგრაციაში, ცოლის საცვლებში გახვეული ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ორ ფოტოს ავრცელებს, სადაც ერთზე პრემიერი ღარიბაშვილი და ევროკავშირის ელჩია საქართველოში, ამ უკანასკნელის ციტატით: „ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა”, ხოლო მეორეზე „ნაცმოძრაობის” წევრი გიორგი არველაძე ციტატით:  „არავითარი არჩევნები! მხოლოდ და მხოლოდ – რევოლუცია!”.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გიორგი არველაძის ამ განცხადებას „ნაცმოძრაობა” უნდა გაემიჯნოს და იგი პარტიიდან გარიცხონ.

„ამ ორი ფოტოდან  ერთ-ერთზე ევროპელები არიან გამოსახული, მეორეზე – ემიგრაციაში, ცოლის საცვლებში გახვეული ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს, რუსთაველზე ტრიბუნა დაიდგას და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს. მშიშარა, ლაჩარი, უსამშობლო არაადამიანი – კრებსითი სახე მათი ე.წ. პარტიის „ევროპულობის, დემოკრატიულობის, ცივილიზებულობისა და პოლიტიკოსობის”. ახლა თუ ერთი ადგილი შეგრჩათ – გაემიჯნეთ მის „დემოკრატიულ” მოწოდებას, სექტანტებო! ეგეც გარიცხეთ თქვენი სამარცხვინო რიგებიდან!”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები