ფოთში, ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა – სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება (ფოტოგალერეა)

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. მერიის შესაბამისი სამსახურები სრულადაა მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

„სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ქალაქის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად გაეცნო.

ასევე, ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე აქტიურად განხორციელდება  სხვა სალიკვიდაციო სამუშაოები.

მადლობა ყველა კომპანიას, რომლებიც მერიის სამსახურებთან ერთად ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის პროცესში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები