გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

“დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს “ასოცირებული ტრიოდან” – უკრაინას და მოლდოვას! – სალომე ზურაბიშვილი. ამას როგორ აპირებთ, მადამ პრეზიდენტო? მანქანით, სირბილით თუ ასკინკილით, როგორც ეს სახალხო დამცველის მ.შ. – მა გვირჩია? ხოდა, თუ დავეწევით, მერე რა გვეშველება?”, – წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ – უკრაინას და მოლდოვას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები