ილია დარჩიაშვილი: ოპოზიციური პარტიები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია

“ჩვენი ოპონენტები – ოპოზიციური პარტიები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია. მე მოვუწოდებ მათ, დაიკავონ სახელმწიფოებრივი პოზიციები, დადგნენ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოწოდება კონკრეტული ჯგუფებისთვის გასაგები იქნება.

„ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობას. ეს გზავნილი, რომელსაც ვცდილობთ, გავუგზავნოთ ჩვენს ოპონენტებს, კვლავ ძალაშია იმ პოლიტიკური განხილვების პლატფორმებზე, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, კვლავ არის სივრცე, რომ მოვიდნენ და პრაქტიკულად მიიღონ მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოწოდება კონკრეტული ჯგუფებისთვის გასაგები იქნება და ისინი აიღებენ თავის წილ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები