დავით მათიკაშვილი: გახარიას პოლიტიკური პარტია რომ ფარისევლობით და პოლიტიკური თვალთმაქცობით არის გამორჩეული, ეს ფაქტია

მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია ფარისევლობითაა გამორჩეული.

“გახარიას პოლიტიკური პარტია რომ ფარისევლობით და პოლიტიკური თვალთმაქცობით არის გამორჩეული, ეს ფაქტია. მათ თითქოს არ სურთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდენტიფიკაცია და ამ დროს, არაერთ საკრებულოში მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის და იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სადაც ისინი ერთად არიან – საზოგადოებამ ესეც კარგად იცის.

მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა დგას ის საკითხი, სააკაშვილი კარგად არის თუ ცუდად არის, იმსახურებს თუ არა საავადმყოფოში დარჩენას თუ უნდა გადაიყვანონ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ყველაფერი არის იუსტიციის სამინისტროს, ექიმთა კორპუსის და ზოგადად, სახელმწიფოს პრეროგატივა ასე, რომ მოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ბექა ლილუაშვილმა მმართველ გუნდის მისამართით განაცხადა: “მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე – თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები