გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ვაჩვენებთ მუშაობას, თანამედროვე სტილს – რადიკალური ოპოზიცია აჩვენებს თავის მავნებლობას

“ბევრი სპეკულაცია იყო, მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, ბუნებრივია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა სიმართლემ. ევროკავშირმა დაინახა, თუ ვინ მუშაობდა რეალურად, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის დათქმებზე მუშაობა გაგრძელდება.

“ანალოგიურად გავაგრძელებთ ამ პუნქტებზე მუშაობას, რაც ევროკავშირმა მოგვაწოდა და, ბუნებრივია, მასთან დაკავშირებითაც, ევროკავშირს ვაჩვენებთ მუშაობას, თანამედროვე სტილს და ამავდროულად, რადიკალური ოპოზიცია აჩვენებს თავის მავნებლობას. საბოლოოდ, გარწმუნებთ, რომ აქაც გაიმარჯვებს სიმართლე. ეს იქნება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ეს იქნება საპარლამენტო-საზედამხედველო მიმართულება თუ ნებისმიერი ის პირობა, რომელიც ჩადებულია ევროკავშირის მხრიდან, რომელმაც დაინახა, რომ ჩვენ ვართ ყველა იმ პოლიტიკური სიკეთის შემსრულებლები, რომელიც საქართველოს წინ წასწევს ევროინტეგრაციის მიმართულებით”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები