მიხეილ დაუშვილი: „ნაცმოძრაობის“ პრობლემა არ მაინტერესებს, თავში ქვა უხლიათ
“მათი პრობლემა არ მაინტერესებს, თავში ქვა უხლიათ. უბრალოდ, ფაქტია, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ საუკეთესო ბიზნესპარტნიორი, პოლიტიკური პარტნიორი და ამას დაანებონ თავი“, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა “ნაცმოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
დაუშვილის თქმით, “ნაცმოძრაობის” მიზანია მმართველი გუნდის დახმარება.
„ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია გარიცხა? გადაცემისთვის არ მიყურებია, საინტერესო არ იყო. გარიცხა თუ რა გააკეთა? მათ რას გაუგებ, ესენი სხვანაირი ხალხია. საქმე არ აინტერესებთ, მათი მიზანია, ხალხი დააშინონ, „ქართულ ოცნებას“ დაეხმარონ. მხოლოდ ამ საქმით არიან დაკავებული. არ მაინტერესებს, ვინ ვინ გარიცხა, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან, თორემ ერთმანეთს გარიცხავენ თუ თანაშემწეებად დანიშნავენ, არ მაინტერესებს. „ნაცმოძრაობაში“ ფოკუსს თუ არ გაასწორებენ, უნდა იცოდნენ, რომ დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან, რომ 2024 წლისთვის გაძლიერდეს. მათი პრობლემა არ მაინტერესებს, თავში ქვა უხლიათ. უბრალოდ, ფაქტია, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ საუკეთესო ბიზნესპარტნიორი, პოლიტიკური პარტნიორი და ამას დაანებონ თავი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.