დავით მათიკაშვილი – არახამიას განცხადებაზე: საინტერესო ინფორმაციაა

მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მათიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული საინტერესო ინფორმაციაა.

„რაზეც იყო საუბარი დავით არახამიას განცხადებაში, საინტერესო ინფორმაციაა. კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე გათვლილი პოლიტიკა იყო და არის სწორი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა და უკრაინა ამ პუნქტს არ დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები