დოლიძის ქუჩის ავარიულ ნაწილს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება

საბურთალოს (დოლიძე-ხილიანი-ბახტრიონი) მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, კონსტანტინე ჯაშმა დოლიძის ქუჩის ავარიული ნაწილი მოინახულეს. საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განცხადებით, საბურთალოს გამგეობა მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება ქუჩაზე ავარიული ნაწილის გამაგრებას, ხოლო მთლიანად ქუჩის რეაბილიტაციას მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩასვამენ.
“დოლიძის ქუჩაზე ორი კვირის წინაც ვიმყოფებოდი, მაგრამ დღეს ქუჩა ბევრად უფრო დაზიანებულია და ე.წ ბეტონის ბალკები შემოდგომისა და ზამთრის სეზონს ვერ გაუძლებს, გზა აუცილებლად ჩაინგრევა და ან კიდევ უფრო მეტად დაზიანდება, რაც ყველა შემთხვევაში – მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს“,-აღნშნა დავით ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მაჟორიტარის ბიუროში საკრებულოს დეპუტატის სახელით, დოლიძის ქუჩის ამ ნაწილის რებილიტაციაზე უკვე მომზადდა წერილი, რომელიც გადაეგზავნა როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები