კატარის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისრელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება პარასკევს, დილის 7 საათიდან ამოქმედდება
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში პარასკევს, დილის 7 საათზე შევა.
მაჯედ ალ-ანსარის თქმით, 13 ისრაელელი მძევლისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ხვალ 16:00 საათზე გათავისუფლდება.
როგორც მან აღნიშნა, დოჰამ მიიღო იმ მშვიდობიანი მოქალაქეების სია, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი „ჰამასი“ შეთანხმების პირველ დღეს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით შედგა.
შეთანხმების პირველ ეტაპზე – რა დროსაც 4-დღიანი პაუზა იქნება გამოცხადებული, ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, როგორც კი 50 მძევალი ისრაელში დაბრუნდება.