“შეთანხმება შეფერხდა, ზოგიერთი მძევალი კრიმინალური სინდიკატების ხელშია, რომლებსაც “ჰამასი” არ აკონტროლებს” – ტრამპი
შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელსა და “ჰამასს” შორის მძევლების გათავისუფლების შეთანხმების განხორციელებაში შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში შეერთებული შტატებისადმი პატივისცემის ნაკლებობით არის გამოწვეული.
ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მძევლების შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეფერხდა. ძალიან ბევრი საუბარი და არანაირი ქმედება. ზოგიერთი მძევალი კრიმინალური სინდიკატების ხელშია, რომლებსაც “ჰამასი” არ აკონტროლებს. ნულოვანი პატივისცემა შეერთებული შტატებისა და ჩვენი არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის მიმართ”, – დაწერა ტრამპმა.