მეუფე იაკობი: ყველას გილოცავთ ჩვენთვის, ქართველებისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს – წმინდა გიორგის ხსენებას
„ყველას გილოცავთ ჩვენთვის, ქართველებისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს – წმინდა გიორგის ხსენებას”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომელმაც, ეპარქიის სხვა მღვდელმსახურებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.
მისივე თქმით, წმინდა გიორგიმ თავისი ცხოვრებით ღმერთი განადიდა.
“ღმერთმა და წმინდა გიორგიმ დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი საქართველო. წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული ეს ტაძარი. აქვეა, წმინდა ნინოს უკანასკნელი განსასვენებელი. ვიცით, რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ახლო ნათესავები იყვნენ. წმინდა გიორგიმ თავისი ცხოვრებით ღმერთი განადიდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.