„საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს ომამდე და ომის მერეც“ – გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“
“სისტემური იყო ადამიანის უფლებების დარღვევა და, გარდა ამისა, საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს ომამდე და ომის მერეც, როდესაც საქართველოს დააბრალეს საომარი მოქმედებების დაწყება’’, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია, არ უნდა იყოს ახალ სიაში. მაშინ ეს მანიფესტი ვისზეა გათვლილი. იმ ადამიანებზე, ვინც 2004-2005 წელს შეიძლება საერთოდ არ იყო დაბადებული ან ომის პერიოდში იყო ძალიან პატარა, 2-3 წლის და დღეს უკვე ამომრჩეველია. მათზეა გათვლილი. ეს არის სატყუარა, რომლითაც უნდათ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავი მოაჩვენონ, როგორც პროგრესის მოყვარულებმა და საქართველოს სტაბილურ განვითარებაზე მზრუნველმა ადამიანებმა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.